ხა ხბ ხე ხვ ხი ხლ ხმ ხნ ხო ხრ ხუ
ხაბ ხად ხავ ხაზ ხათ ხაი ხალ ხამ ხან ხაო ხაპ ხარ ხას ხატ ხაქ ხაშ ხაჩ ხახ

ხაბარი

ახალი ამბავი. ეს სიტყვა არ უნდა იყოს წმ. სომხ. წარმოშობის, თუმცა ქალაქში ამბავი სომხ. ნიშნავს ხაბარს.
 
ქართველები (განსაკ. დას. საქ – ში) ასე ამბობენ: ამბავი – ხაბარი. აი, ერთი წერილის სათაურიც: „ქუთაისის ამბავ – ხაბარი („ჩვ. აზრი“, 1909 წ., № 28).
პ. უმიკაშვილს „ანჩისხატელის“ ფსევდონიმით ლექსიც დაუწერიახალხ. კილოზე. „ეს რა ჭირის ხაბარია, სულის ხუთვის სადარია“ („ივ.“, 1886 წ., № 269).
ეს სიტყვა იხმარება ყარაჩოღელებშიც. ამას წინათ ჟ. „მურზილკაში“ დაიბეჭდა ერთი პატრა მოთხრ. სათაურით „ხაბარ“ და იქ ეს სიტყვა ნახმარია ძღვენის, მოსაკითხის მნიშვნელობით („მურზ.“, 1941 წ., № 5).
ახლად ჩამოსულ კაცს ეტყვიან ხოლმე: აბა, მოგვიყევი ახალი ამბავი, ხაბარი.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9