ხა ხბ ხე ხვ ხი ხლ ხმ ხნ ხო ხრ ხუ
ხაბ ხად ხავ ხაზ ხათ ხაი ხალ ხამ ხან ხაო ხაპ ხარ ხას ხატ ხაქ ხაშ ხაჩ ხახ

ხარფუხი

  1. Arm.
    ჰარბუხ.
    ჩემი უბანია, წარმ. ქარბუქიდან, ან შეიძლება წარმოსდგება სიტყვიდან ხარპუტი, რაც ნიშნავს ქვის ციხეს. როცა ჩვენს მწერლობაში ძვ. ტფილისელის აღწერა უნდათ, სწერენ: ხარფუხელიაო.
     
    „ნ. გაბუნიამ ისე კარგად ითამაშა ხანუმას როლი, კაცს ავიწყდებოდა, არტისტი თამაშობს თუ ჩვენს წინაშე ვიღაც „ოსტატი დედაკაცი“ მოუყვანიათ ხარფუხისა თუ კლდის უბნიდამ თავის ქათიბით და იმას გვაჩვენებენო“ („ივ.“, 1889 წ., № 199).
    „ყეენები დადიოდნენ დიდქუჩებში და ბაზრებში. ყეენები იყვნენ შემდეგი უბნებისა: კუკიის, ავლაბრისა, სოლოლაკისა, ხარფუხისა და შუაქალაქისა“ („ივ.“, 1886 წ., № 43).
    „აქ მოთავსებულები არიან ძვ. ხარფუხის მოქალაქენი...“ (მ. შავგ., „ახ. კომ.“, 1934 წ., № 2).
    „იგინივე და მართა ხარფუხელი საწყალი ქალი“ (რ. ერისთ., „პარიკმახერისას“, 1880 წ., გვ. 13).
  2. სურდოს ხატი.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9