ხა ხბ ხე ხვ ხი ხლ ხმ ხნ ხო ხრ ხუ
ხაბ ხად ხავ ხაზ ხათ ხაი ხალ ხამ ხან ხაო ხაპ ხარ ხას ხატ ხაქ ხაშ ხაჩ ხახ

ხაჩაგოღი (ხეჩაგოღი, ხეჩაგოგი)

ჯვრის მქურდავი, ჯვრისპარია, ჯვრის გამყიდველი.
 
სურამში ეს სიტყვა იხმარება, როგორც ხარისპარია (ჩამაწერინა ს. ლოტოევმა 1943 წ.). ეს კარგი ახსნაა, ხალხურია. ხაჩაგოღს უწ. სალმასტის აისორებს, რომლებიც მღვდლის ტანსაცმლით დაიარებიან, ჰყიდიან ჯვრებს და ხალხს ატყუებენ – იერუსალიმიდან მოსული მღვდლები ვართო. სომხ. ხაჩ ნიშნავს ჯვარს, გოღ – ქურდს, ე.ი. ჯვრის ქურდი, ჯვრისპარია. „მიკვირს, რომ დღმდე არ გვცოდნიათ სიტყვის ხეჩაგოგის მნიშვნელობა. მე კი დიდი ხანია ვიცი და წარმოიდგინეთ, სამეგრ. ვაჭრებმაც კი იციან, რადგან სომხებთან აქვთ დამოკიდებულება და ხშირად ესმით ეს სიტყვა, რომელიც უმწვერვალეს გინებას წარმოადგენს სომხებში. მე კიდევ ჩემს წერილში შევამცირე ამ სიტყვის მნიშვნელობა, რადგან ხეჩაგოგი სიტყვასიტყვით ჯვრის გამქურდველს ნიშნავს... აჰა ესეც ხომ ფაქტია, რომ ქართ. გაზეთში ქართვ. დამს. პუბლიცისტი ჩვენ მეგრელებს... ტფილისში... ხეჩაგოგებს გვადარებსო, იტყვიან ისინი“ (დ.მეგრ., წერ. ნაწყვ. გ. წერეთლისადმი, 1897 წ., დაბა ოთლისი).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9