ბოლოს და ბოლოს. „ახში ყველანი ხომ უნდა ჩამოვიდეთ“! (განაგონი ტრამვაიში დედაკაცისაგან). „ვიწრო კაბა მოიგონეს ახალმოდისაო, ეს რომ გოგომ გაიგონა, გული მისდისაო. დედიჯან, ჩქარა მიყიდე, თორემ მოვკვდებიო... შენი ბუნჩულა გოგონა არ გეყოლებიო, დედა ძალიან დაღონდა, ფული არ ჰქონდაო, აქეთ ეცა, ახში უყიდაო“ (ხალხ., „კოლმეურნეს ხმა“ თელავი, 1935 წ., N 15).
3. მაინც და ბოლოს. ამბობენ „ახში შენ შენი გაიყვანე“. ან კიდევ: „ახში მიხვალ და არა რჩები“? (ახრიზამანი). „ახში ჩემს ნათლიას ჩემს მალვით მამაჩემისათვის წიგნი მიეწერა“ (ბაჩ., საჭირო ბიბლიოთეკის „შრომები“ წიგ. III, 1937 წ., გვ. 154). „ახლა კი შეიგნო იმან, რომ ახში თვითონ უნდა გადაეხადნა ვალი“ – „რა კარგი ხანი გავიდა, ძილის დრო იქმნა ახშია, მზექალამ დაწოლა ჰთხოვა, ლამფა ჩააქრო სახლშია“ (ბაჩ. ლექსები და პოემები, 1938 წ., გვ. 366). „ეგ ხომ ეგრეა, მაგრამ ახშია ხომ გაიგებს“? (ა. ცაგარ., „ცისარტყელა“, „მოამბე“-დან ამონაბეჭდი, 1901 წ., გვ. 19). „ახში მაინც არ დაიმალება“ (ა. ცაგარ., „მოამბე“, 1900 წ., N IX, გვ. 40).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.