ბედი, ყისმათი, ბედისწერა, იღბალი, მარმენიოს. ეს სიტყვა ერთ საფლავის ქვაზე ამოვიკითხე. ამბობენ: რის ავადმყოფობა, რა ავადმყოფობა, აჯალი მოუვიდა და მოკვდაო, ე. ი. შუბლზე ეგრე ეწერაო, იღბალის საქმეა ყველაფერიო. „არასოდეს აჯალი არ ყოფილა ისე ამაყი და საშინელი, როგორც 1924 წლის იანვრის 21-ს ლენინის სიკვდილის დროს“. (დ. შენგელაია, „ფიცი“, „კომ“. 1934 წ., N 9) „ჩერქესკასა მოევლინა აჯალი“. (გ. სკანდ., „ჩემი საკრავი“, 1906 წ., გვ. 10). „მე დამღუპე და, მაგრამ კი შენც მოგივა აჯალიო... ვიცი მალე თავს წაგკვეთამს რუსის მჭრელი ხანჯალიო“ (ბაზრული წიგნაკი ვინმე ა. ორპირელისა, „გერმანია და თათრის დაღუპვა ვარშავასთან“. 1915 წ., გვ. 13).