კაპასი. „ერთი ვიღაც აჯილღა ათასჯერ იომებს, რომ მე ტიტულიარნი სოვეტნიცა ვარო“ („ივ“., 1886 წ., N 200). ა ჯ ი ლ ღ ა - ეს სიტყვა არის „დასტურლამალში“ (გვ. 12, იხ. წინა თემა, გვ. V). „გლახა აჯილღა დედას შეახტება ზურგზედაო“ (ხალხ.). „მეოთხე - ხართუთაანთ აჯილღა ქალი იყო“ (გ. სუნდ. „ვარინკას ვეჩერი“, „ივ“., 1879 წ., N 5-6, გვ. 109). „რა გასაკვირველია, მაგათი ჯიშისაგან, ერთი აჯილღები არიან“ („ივ“. 1887 წ., N 164, გვ. II). ჯიღალა ხარის სახელია. „აჯილღა იგი მხატვრის ქალს გამოსტყუვა, წამოისხა“ „ქილილა და დამანა“, გვ. 201). „ერთხელ გორში ვითამაშე ყომარი, კაცი ვნახე აჯილღაზე მჯდომარი“ (1936 წ., „კოლექტივიზაცია“,N 44).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.