გუნება, განწყობილება, სურვილი.
- ამბობენ: წამოვიდოდი, მაგრამ ხოში არა მაქვსო. „გავალ, გავალ, გავალ, ფონს, როცა ხოში მექნება; გიყიდი, გიყიდი, გრამაფონს, როცა ფული მექნება“ (ხალხ.).
- „გარდა ამისა, მე ხოში მაქვს, ერთი თქვენებთან ვიქეიფო“ (კ. გამს., „ლიტ. გაზ.“, 1932 წ., №17).
- „მეტის ვნებით, მეტის ხოშით…“ (გრ. რობ., „ფელესტრა“, „ქართ. მწერ.“, 1928 წ., № 6-7).
- პირველად ეს სიტყვა მე ვიხმარე 1914 წ., შემდეგ გაიმეორა გრ. რობაქიძემ, შემდეგ მიხ. ჯავახიშვილმაც. ეხლა არ მომწონს. ხოშიანად – „ჩვენ ხოშიანად დავნაყრდით გზაში“ (კ. გამს., „ბელადი“, „ლიტ. საქ.“, 1939 წ., №27).
- ხოშია – ქალის სახელიცაა ხევსურეთში.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.