თეთრჩადრიანი მანდილოსანი; „მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი“ (შოთა). „ივერიაში“ ქართველი მანდილოსნების მიერ ხმარებული ჩადრი ასეა აწერილი: ფართო, სრული იმდენად, რომ მთლად მანდილოსანი დაჰფაროს. ოთკუთხი: ორთავ მხარეს სარტყელში ჩაიკეცამდნენ, თავს წამოიხურამდნენ ისე, რომ თვალებიღა გამოჰჩნდებოდა. ფეხებს ჰფარავდა („ივ“., 1904 წ., N 103). ჩ ა დ რ ი - იგივე აჯიღა. ა ჯ ი ღ ო ს ა ნ ი - ჩადრით მოსილი.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.