აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ავა ავგ ავი ავლ ავრ ავქ ავშ ავხ

ავარა

  1. თავზეხელაღებული. იხ. „პაჟარნი“, დაღლარა, ხულიგანი, საიდან წარმოსდგება ეს სიტყვა? მე ჯერ მეგონა, რომ ავარა წარმოსდგებოდა დაღესტნის სოფლის სახელწოდებიდან (ი. გრიშ.) ეს უარვყავი ჩემს შავადდაწერილ რვეულში. მე მეგონა, ავარა წარმოსდგებოდა იავარა-დან. როგორც იავარქმნილი აკლებულ-გაოხრებულს ნიშნავს, ისევე ავარა ხალხი გაოხრებული ხალხია
  2. პაცანი
  3. იავარი-იქმნა, გაოხრდა, ავარა-გაოხრებული თუ ქალაქ ავარი-დან?
  4. საკუთრივ „მოხეტიალე“
  5. ქუჩის ბიჭი, ხულიგანი, გამენ. „ერთ კუთხეში ქართველი ავარები ღრეობდნენ“ („ქართ. მწერ“., 1929 წ., N6-7, გვ. 59. კ. გამს. ნაწერში)
  6. მოხეტიალე, მატანტალა (მაწანწალა), დაღლარა, „ბობი-კამანდა“. „ - გამაგებინე რად უნდა გასცლოდი? - იმიტომ, რომ მე ავარა კაცი ვარ, დაუდეგარი, მფრინავი, დონ-ჟუანი“, (მ. ჯავახ. „ცხრა ქალწული“, „მნათ“. 1935 წ., N 7-8, გვ. 67; „ლამაზი მეგობარი“, მ. ჯავახ. 461, 474). არა აქვს დ. ჩ-ს. „ქართლის ცხოვრებაში“ არის ავარი ანუ იავარი
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9