ქერ-ნაჩვევ ცხენს თუ დროზე არ მიუტანეს ქერი, დამაღა ჩამოუვა, ე. ი. ქვემო ტუჩზე შიგნით ძიძიბო ამოუვა, რომელსაც შემდეგ მოსჭრიან ხოლმე. თუ კაცს ბევრს ალოდინებენ, დანიშნულ დროს არ გამოჩნდება, ეტყვიან: სადა ხარ კაცო, ამდენი ხანი, შენს ლოდინში დამაღი ჩამომივიდაო. ჩვენ კი დამაღი ჩამოგვივიდა მაგდენ ლაპარაკში“ („ბნელი“, 1891 წ., 109). „მომაწოდე ეგ ღვინო, ნდომისგან ლამის დამაღი ჩამომივიდეს“ („ივ.“, 1894 წ., N 17,გვ. 3. იხ. შენ-ჩინის „მკვდარი ჭამია“, რ. ერისთ., ტ. IV, გვ. 239. იქ „დაბაღია“ კორექტ. შეცდომით).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.