და დე დვ დი დლ დნ დო დრ დუ დღ
დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დაქ

დამი

  1. ფლავის ორთქლი, სარქველზე რომ ცვრებად გროვდება, ოხშივარი. ფლავს რომ ხარშავენ, ფლავის ქვაბს ჰხურავენ სინს. სინზე კი ზემოდან წყალში დასველებულ ტილოს დაადებენ ხოლმე (თათრები ხანდისხან ცეცხლსაც ჰყრიან სინზე), ორთქლი ცვრებად იკრიბება სინზე და როცა მოხდიან სინს და სინზე დამცვრალ წყალს გადაჰყრიან, ამბობენ: ფლავს დამი მოვხადეო.
  2. „საქმეს დამში მოვიყვანო“, ე. ი. საქმეს გამოვასწორებთ (ილია“კაცია-ადამიანი“, თ. VII), ალ. ფრონელიც ხმარობს ამ სიტყვას: „ეს პაწაწა ამბავი ცხადად ამტკიცებს, საქმე ჯერ კიდევ საბოლოოდ არ მოსულა დამში, და არ მომწიფებულა“ („ივ.“, 1890 წ., N 178. „ჯერ კაცი სათუოა.- როგორ თუ სათუო? საქმე დამშია მოსული“ (შ. დიდ., „უბედ. რუსი“, გვ. 212). „თუ შენ შემეწევი, ჩემო დაო, და ჩემს პურ-მარილს არ დაივიწყებ, საქმეს დამში მოვიყვანო“ (ილია, „კაცია-ადამიანი“. თ. VII, ილია, ტ. II, გვ. 208). წარმოდგენილი პიესები სუსტია... ორსავე შემთხვევაში საქმე დამშია“ („ივ., 1905 წ., N 148). „პაატავ, გებრალებოდე, ხსნილდება, მანდ არს გულია, რამდენჯერ დამი აიღო, გახსოვდეს, დაკარგულია“. (ბესიკის ლექსი; ‘Описание“, ტ. II, გვ. 332).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9