დარდი და ბალა. „წარმოიდგინე, პარიზი თითქმის ცხვირწინ არის და მეკი მისი უნახავი უნდა წამოვიდე. დარდუბალაც ამას ჰქვიან“ (ილიას წერ. ნ. ცხვედაძესთან,“ბახტრიონი“, 1922 წ., N9). „ერთმა მთარგმნელმა „прочего дрязгу“ ასე გათადარგმნა- და სხვადასხვა წარამარა დარდუბლები“ („კრებ.“, 1871 წ., N III, გვ. 36). „მეწისქვილეს ასტეხია დარდუბალა და ღვთის რისხვა“ (ხალხ.), „ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს, გულის ფხანა რაღა დარდუბალაა“ („ოთ. ქვრ.“, თ. I). „მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია? (იქვე თ. 21).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.