„ამავე დროს ს. შანშიაშვილმა სცადა ამხანაგური თვითკრიტიკის იარაღი გადაექცია მწერლის გაბიაბრუებისა და დისკრეტიზაციის საშუალებად“ (აკ. თათარ., ლიტ. საქ.“, 1936 წ., N 5, გვ. 3, სვეტი 4 და 7). „განა ეპატიება უსამართლოდ გაბიაბრუება ადამიანისა?“ (ილია., ტ. IX, გვ. 180). „ჩემო რძალო, მოითმინეთ, რათა მლანძღავთ, რათა მაბიაბრუებთ?“ (ალ. ყაზბ. პიესა „არსენა“, 1885 წლის გამოცემა, გვ. 68). „პატიოსანი დის პიროვნების გაბიაბრუება, სწორეთ გითხრათ, არ არის მოსაწონი“ (კ. გერგესელი, დრამა „გზაჯვარედინზე“, „ცისარტყელა“, 1920 წ., N 4., გვ. 55). „რა საჭიროა სხვისი გაბიაბრუება?“ (ტ. ტაბ., „ქართ. მწერლ.“, 1927 წ., N 11-12, გვ. 197). გაბიაბრუებული - შეურაცხყოფილი. „ალფონს დოდეს ახალ პიესაში პოლასტიეს ჰკლავს მისგან შეურაცხყოფილი და გაბიაბრუებული მოხუცი კაცი, რომლის ქალიც პოლასტიეს შეუცდენია“ („ივ.“ 1889 წ., N 24). “საქვეყნოდ გაბიაბრუებული იმყოფებოდა“ („კრებ.“, 1871 წ., N III, გვ. 57).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.