„გაეცალე“ მეტი სახელი იყო ერთი კალატოზისა, რომლის აშენებული კედელიც აშენებისთანავე ინგრეოდა. როცა კედელს აშენებდა, მის გვერდით მიმავალ ხალხს თვით ეუბნებოდა: „გაეცალე!“.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.