ყარაჩოღელთა ქუდი, ჩვეულებრივ შავი ფერისაა, ცხვრის დახუჭუჭებულ ბოჭკოსაგან გაკეთებული, მრგვალი და დაბალი. „იოსებ დავითაშვილს სულ ერთი და იგივე ტანისამოსი ეცვა გახუნებული შალის ჩოხა და თავზე ასეთივე გახუნებული გალიბანდის ქუდი“. (ი. მანსვეტ., „ჩემი წარსულიდან“, „მნათ.“, 1935 წ. N 10, გვ. 200).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.