გამაწვალა. ათასჯერ ვიყავი, არ დაუმზადებია, გამათათრა-რაღა! (აქ განაგონი). აი, შე თათარო! (აჭარლებში განაგონი). საზოგადოთ მუსულმანნი ოდიდან აუგად იხსენებიან, გაიხსენეთ „ოტელო“ („თუ ვსტყუოდე, ოსმალთ ჯიში მიწოდე“). ამბობენ. ე. ი. რჯული შემიცვალა, მაჰმადიანობა მიმაღებინა. თათარი რაღაც სიმბოლოა ცუდისა. ერკმან-შატრიანის „გლეხისკაცის ისტორიაში“ ასეთი ადგილია: „ისე მოვრიდებოდი დუქანს და ლუდხანას, როგორც თათარი“ (გვ. 540, 1931 წლის გამოც.). აქ იგულისხმება ბუნებით მათი ველურობა, თავის ჩეხა, სხვისთვის ჭრილობის მიყენება და სხვა. უსიამოვნების მიყენება თათრის საქმეაო.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.