„სიტყვას ნუ გამიტრიზავებ“, ე. ი. ჩემი ნათქვამი კარგად გესმის, მაგრამ განგებ ისე მიპასუხებ, თითქოს არაფერი გესმის (საბას „ტრიზა“). „გამაპუსტიაკა“. „ალ. სარაჯიშვილს მივულოცე ცენზორობა. იმან კი გამატრიზავა და გამშორდა: ჯერ ისე პალაჩობდა რა არის, რომ გრძნობა-გონების პალაჩად დავდგეო“ (აკაკი, „მოგონება“, ვ. გუნიას ჟურნ. „საქართ.“, 1908 წ., N 3, გვ. 10).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.