განძანაკი, განძი-სიმდიდრე, განძანა-ხაზინადარი.
ზანზალაკი. „ჯორ-სახედრების ქარავნები სპარსული განზალაკებით და გუმბათისებურ თავადგმულ ნახშირის ტომრებით“ (ლ. მეტრ., „კომ“. 1935 წ., N 92).
განძ, განჯი, უნჯი. „ცისკრის“ რედაქცია ჩვენი ქართველების მოწყალებით არის ქილა, ეკლესიაში რომ განზანაკისათვის ჩამოატარებენ ხოლმე“ (ხუციშ., „ცისკ.“, 1865 წ. N XII, გვ. 10 II განყ.).
ანუ განძანაკი, სომხურ ეკლესიებში ყულაბით ან თეფშით ფულის მოგროვება. „იქ, თელეთში ჩვენი ტერ-გეურქას განძანაკს ვერ დავემალე და აქ ამ ქალების კრუშკებს“ (გოგიას-გრ., ნუცუბიძის-სცენა).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.