გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაწ გაჭ გახ გაჯ

განჯაფა

სპარსეთიდან შემოტანილი ბანქოს მსგავსი თამაშობაა. ძვლის ფირფიტებიანი სათამაშო ქაღალდი. ალ. ორბელიანის სიტყვით „პირველსავე რუსობის დროს საქართველოში განჯაფის თამაშობა გადავარდა და იმას მაგივრად ქაღალდის თამაშობა შემოვიდა“ („მნათ“., 1869 წ., მაისი-ივნისი). „ცისკარში“ ვკითხულობთ: „საქართველოში ვიდრე მეფობამდე ირაკლი მეორისა, ნაცვლად სათამაშო ქაღალდებისა, უხმარიათ მათივე მზგავსი ძვლის ფირფიტები, რომელნიცა მხატვრობითა თვისითა წარმოუდგენენ მოთამაშეთა სხვადასხვა მნიშვნელობითა და რომელსაცა ჰსწოდებია „განჯაფა“ („ცისკ.“ 1857 წ., N 12, გვ. 48); ხალხური ლექსი ამბობს: „ნარდი ბედია, ჭადრაკი ჭკუა, ბანქო ცუდია, განჯაფა სტყუა“ (მ. საყვარ. წიგ. „ჭადრაკი“, 1926 წ., გვ. 166 და ი. ჭყონიას „სიტყვის კონა“, გვ. 6).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9