გათანასწორება: ღვინის სმის დროს, ქეიფში თუ ფხიზელი ვინმე შემოესწრო, ან თუ დაპატიჟებულია და დაიგვიანა,მაშინ იმას იმდენსავ ალევინებენ, რამდენიც თვით იქ მყოფთ დაულევიათ. ამბობენ: „აბა, აზანბარი დაალევინეთო“ და თუ დალია და იქ მყოფთ გაუთანასწორდა, ეუბნებიან: „აი, ახლა კი აზანბარში გამოხველიო“. „ალავერდი შენთან (მიაწოდებს ოთხ ჭიქას ერთად),ჯერ ერთი აზარბარი დალიე ჩვენთან, გაგვისწორდი!“ (აკაკი, „კინტო“, 1889 წ., N 7, გვ. 66).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.