გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაჩ გაც გაწ გაჭ გახ გაჯ

გაქირი

ჯიუტი, კერპი, უჯიათი, თავისნათქვამა. „ღვთისაგან განაჩენი სჭირდეს ყველა სენი, ვამბობ მაინც ამას, ვით გაჰქირი ცხენი“. (ანტონ განჯისკარელი). ჩუბინაშვილს ეს სიტყვა ამოაქვს ილიას „კაცია ადამიანიდან“, სადაც სწერია: „გაქირ ვირსავით თუ ერთხელ შედგა“ და სხვ. (გვ. 17. 1869 წ. გამოც.). და ამბობს: „გაქირ შორისდებულია“ (გვ. 283). ილიას ეს სიტყვა უყვარდა. ერთ კერძო წერილშიაც სწერს: „ამ „აჩრდილმა“ ტყავი გამაძრო. ისტორიულ ნაწილზე გაქირა ვირსავით შევდეგ და ერთი ბიჯი წინ ვეღარ წავდგი“ (წერ. დ. ერისთავისადმი მიწერ. ინახება ცენტრარქივში). „ჩვენი ოჯახის ნაამაგარი ცხენია...რა ვუყოთ, რომ ცოტათი გაქირი იცისო“ (ი ნ ე ნ - ილია ზურაბ. ფსევდ. „ივ.“, 1905 წ., ტ. II, 157).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9