აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აზა აზბ აზგ აზე აზი აზრ აზღ

აზირ

ბარემ. „გპირდებით, ჯერჯერობით ეს იყოს და მერე უფრო კარგებს გამოგიგზავნითო! დალოცვილო, აზირ უფრო კარგებით დაგეწყო არ ჯობდა“? („ეშმ. მათრახი“, 1915 წ., N 9, გვ.13)
აქ აზირ არ არის თავის ადგილზე ნახმარი ალბად ა ხ ა რ უნდოდა: „ერთი დედაბერი წმინდა გიორგის ხატს ყიდულობდა, მაგრამ იწუნებდა, ვინაიდან წმ. გიორგი ცხენზე არ იჯდა. - აზირ, რითი ატყობ, რომ წმინდა გიორგის ხატი არ არის? - ჰკითხა ვაჭარმა. - განა არ ვიცი? წმინდა გიორგი ცხენზე უნდა იჯდეს. - ვა, შე დალოცვილო,სულ ცხენზე ხომ არ იჯდებოდა, ვერა ხედავ, ძირს ჩამოსულა რაღაც საქმისათვის („ნიანგი“, 1935 წ., N 5). „მე ორ სახედარში მაინცა ვარ ნაყიდი და აზირ შენა ჰთქვა“ (ი. მჭედ., ოიანა-ბუიანა“, გაზ. „მარჯანიშვილის თეატრი“, 1936 წ., N 3 გვ. 5). „რა ჭკვიანურად ლაპარაკობ, აზირ ჯერ ჯვარს დაიწერ, მერე გიჩივლოთ! ჰა, მოლა მოკვდა, თავზე ფლავი დააყარესო“ (ა. ცაგარ. კომედიები, „ფედერაცია“, 1936. ი. გრიშ. რედ., გვ. 128). „კაკაბმა მელა შეტუქსა: რად ჰტყუვი, რად იცრუვეო, მართალი უთხრა ჰაზირა: ამბავს არ დამიჯერეო“? (ბაჩ., ლექსები და პოემები, 1938 წ., გვ. 114). „მაგრამ სულ ერთი არ არის? ჰაზირს შაერთო სულელსა“?(ბაჩ., ლექსები და პოემები, 1938 წ., გვ. 466). „აზირ, რა ოსტატურად მოვიქეც“ (გ. სუნდ., „ხათაბალა“, 1). „აზირ, მაგას ჩემი ქმარი მოსწონსა და იმიტომ მეუბნება“? (ჟურნ. „ჩვენი გზა“, 1925 წ., N 14 15, გვ. 14). „შე კაი კაცო პირველშივე გეთქვა აზირ, თუ მაგისთანა ხასიათისა იყავი“? (ვაჟას არაკი „ქართველი კაცი, ღვინის ქვევრი და ბოჩკა“, „განათ“., 1913., N V, გვ. 381). „აზირ სწორე სთქვა“ (მთიულის ნათქვამი გ. ხეჩ. რომანში „ბორკილები“ თავი 44). აზირ - (გ. ერთისთ. თხზ, 1936 წ., გვ. 137). იხ. უნივერსტ. ლექსიკონი, გვ. 1057.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9