აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აზა აზბ აზგ აზე აზი აზრ აზღ

აზრუმანი

  1. მუქთახორობა, ტფილისში ლოთების ჯგუფი იყო. ბოჰემისტი თავადები - კოლია რატიშვილი, ლელო ანდრონიკაშვილი თავისი ძმებიტ, შიხი ტუსიშვილი, ტერშმანოვი, ყარალაშვილი - „ტილიპუჭურას“ რესტორანს იკლებდნენ. დააყენებდნენ „კონკას’, ასწევდნენ რელსებიდან, გადააყენებდნენ, შიგ დაფა-ზურნას ჩასხავდნენ და ცხენების გამრეკს ეტყოდნენ, შუაბაზრისკენ წაგვიყვანეო. მხოლოდ ყარაჩოღელების დუქანში არ ახდენდნენ სკანდალს. ამათ ხალხი უწოდებდა აზრუმანს, ე. ი. მუქთახორა ხალხს.
  2. რომ იქეიფებენ და ფულს აღარ მისცემენ მიკიტანს, ამას აზრუმანი ჰქვიან. ლექსიც არის „არკადია სადილის“ გამო: ‘აზრუმანი რათ უყავით იმ მიკიტან არტოსა, - კარგი რამე გისწავლიათ, ნეტავი თქვენ პატრონსა“! (ბეჩარა).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9