ფართლეულობის ფუნდუკი (ქარვასლა). ქარვასლა შესდგება ორი სიტყვისაგან ქარავან (ულამი) და სარაისაგან (სახლი). ბაზაზხანა ასე როგორც ყასაბხანა, დალაქხანა, დაბახანა, ბაყალხანა, აშპაშხანა, ე.ი.ხანა ნიშნავს ბუდეს. ბაზაზების ბუდეს, რიგს, უბანს, რაიონს. „ბაზაზხანის მოვაჭრეები თავს გავიდნენ. ხალხს ვერ გაევლება, კალთებს აგლეჯენ არა ჩემთან იყიდე ფართალი, არა ჩემთანო, საჭიროა პოლიციელი დააყენონ წესრიგისათვის“ („ივ“., 1887 წ., №271). „შემდეგ უფ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა ერისთავის კრიტიკისა ერისთავის თარგმანზე აქამომდე ისე მიბუის ყურები, თითქოს ეს არის ეხლა გამოველ მეთქი ბაზაზხანიდამ“ (გ. ბარათ. „ცისკ. II“., 1861 წ., №6., გვ. 147).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.