ძველებური წიგნი, რომელშიაც მოთავსებულია ასტროლოგიური ცნობები, რითაც ხსნიან ცხოვრების მოვლენებს. ილიას, ალბად, ეს ეფრემვერდი აქვს მხედველობაში, როცა ამბობს: „იმ კუდიან ვარსკვლავსა და გველეშაპზე სომხეთის ტერტერებს თავისი კ ა რ ა ბ ა დ ი ნ ი გაუშლიათ...“ („კაცია-ადამიანი“). მე მგონი, კარაბადინი შეცდომაა. კარაბადინი ხომ ს ა ე ქ ი მ ო წ ი გ ნ ი ა ! „ზოგს ხფარავ, ზოგს არა ხფარავ, ფართლის პერანგის ძელია, აქაც მახვდების დიდ ომი, ეფრემერტებში სწერია“ (აკ. შან., „ხალ. პოეზია“, გვ. 276). „ამის შესახებ ეფრემგვერდსაც უწერია პირველ ტომში“ (ტრ. რამიშ. „მნათ., 1927 წ., N 5 – 6. გვ. 71).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.