შიშისაგან შეშლილი. შეიძლება წარმ. ჰაშიშიდან (სწორედ ჰაშიშმიღებული კაცი არის ასეთი). „ამის გაგონებაზე ერთი ეს დაიძახა „შენა“! და შეშმიშივით გახდა, საჩქაროდ წამოფრინდა და გავარდა“ (ბ. ჯორჯ. „ივ“., 1893 წ., №165). „არა, ყურუმსაღო, ისე როგორ გაშეშმიშებულხარ, რომ ექვსი წლისა გამოგყავს შენი თავი („კაპიშ“., გვ. 16).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.