ვა ვე ვი ვო
ვებ ვენ ვერ ვეტ ვეღ ვეძ ვეჯ

ვეჯი

  1. ავეჯი, დგამი (ი. გოგებაშვილის სიტყვა).
  2. სახლის უძრავი ქონება. ავეჯეულობა და სხვა... „ოთახი გავსებული იყო სხვადასხვა ვეჯითა და ნივთითა“ (გრ. ყიფშ. თარგმ. პოლ ბურჟეს რომანი „ცოდვა სიყვარულისა“, 1894 წ., გვ. 4., იხ. „Описание'', ტ. I, გვ. 112). „საჭირო იყო აღმედგინა სახე ამგვარის სახლისა, მაშინდებურის ვეჯისა“ („ივ.“, 1888 წ., N 40, გვ. 4). “ჩვენ მივიღეთ მესამე ნომერი მურიეს ჟურნალისა, სადაც დაბეჭდილია სურათები კავკასიაში ხმარებულ ნივთისა, ვეჯისა, სამკაულისა და სხვ“. („ივ.“, 1889 წ., N 247). გაჩაღებული დარბაზი, ჭახჭახებდნენ ჭაღი შანდლებით, ხავერდის ვეჯი. არგადახდილი ხალიჩები, სუზანები“ (ვ. ბარნ. „ფერად-ფერადი“, გვ. 190). მ ე ტ ი ს ა ხ ე ლ ე ბ ი : 1. ქელეხის სამოვარი (სქელი იყო). 2. დალაქის სარკე (რგვალი სახე ჰქონდა).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9