ვა ვე ვი ვო
ვიკ ვინ ვირ ვის ვიჭ ვიხ

ვირგლა

  1. დიდი, ახმახი ვინმე. ვ ი რ გ ლ ა ლ ო ბ ი ო - ლობიოს ჯიში, რომელსაც დიდი მარცვლები და პარკები აქვს. მოყავთ უმთავრესად ლამაზი ყვავილისათვის. ლობიო წვრილ მარცვლიანიცაა, ბევრ პარკს იკეთებს. ჩვეულებრივ ლობიო, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა: სარის ლობიო და კუტი ლობიო. (სარის ლობიოებში ცნობილია: 1. წითელი ლობიო, მეტად გავრცელებულია, ადვილად იხარშება და გემრიელიც არის; 2. გურული ლობიო, იცის კარგი მარცვალი, ადვილად იხარშება და მეტად გემრიელია; 3. თეთრი ლობიო - კარგია წვნიან საჭმელში შესარევად. 4. წითელი მრგვალი ლობიო, ხმარობენ სამარცვლედ და მწვანედ. 5. ნიკორა ლობიოს აქვს კვერცხის მაგვარი ორფერი მარცვალი, კარგია მარცვლად სახმარებლად; 6. შავი ლობიო, გემრიელია, მხოლოდ არ არის დიდათ გავრცელებული; 7. მიწის ლობიო, კუტი ლობიოა, კარგი მოსავალი იცის და ძვირად ფასობს, მეტად გემრიელია და ადვილად იხარშება; 8. ფეხის ლობიო - მოგრძო მარცვლები აქვს, წითელი ფერის).
  2. უშნოდ აწოწილი ადამიანი. „მოსწონდა ერთ ვირგლას“ (ალტენბერგიდან თარგ. თ. ლომ., ვ. გუნიას „საქართ.“ 1908 წ., N 10). „აგერ ექვსი თვე სრულდება ფეხქვეშ ვეგები ი ვირგლა ლეტუმიეს“ (ივ. მაჭავ., თარგ., „გლეხი კაცის ისტორია“, 1913 წ., გვ. 144). ვ ი რ გ ლ ა მ ს ხ ა ლ ი - დიდი მსხალია. დაუმწიფებელს შაბის გემო აქვს, მწკლარტეა, იანვარ-თებერვალშია კარგი. ფრანგულად ჰქვია „ანჟუის კაია, კრაცავიცა“.
  3. უშველებელი, მაღალი, ოყლაყი, ზუზი.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9