ნაობახტი, საპატიმრო. „ამ ქურდების ვინაობა მთელმა ბაზარმა იცის, ბევრჯერ ვირის აბანოშიც ბრძანებულან და ისევ ისე უვნებლად გამოსულან“ („ივ.“, 1889 წ., N 22). „საქმის გარჩევის დროს აღმოჩნდა, რომ ეს ვაჟბატონი მართლა ყოფილიყო სისხლის სამართალში მიცემული და ვირის აბანოშიც მჯდარიყო“ („ივ.“, 1891 წ., N 60; რ. ერისთ., ტ. IV., გვ. 390). „ვირის აბანო“ და სხვ. („თეატრი“, 1889 წ., N 2; ა. ცაგარ. კომედიები ჩემი რედ. გვ. 116).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.