ვა ვე ვი ვო
ვიკ ვინ ვირ ვის ვიჭ ვიხ

ვიჭაკი

  1. ანუ ჯანგულამ. ეს ჯანგულუმიც იმ ცრუმორწმუნოებათაგანია, როგორც მკითხაობა, ლაზარეობა და სხვა... მაისის გასულს ყოველს უბანში (მდაბიო ხალხში) დედაკაცები მოგროვდებიან სადმე სახლში ან ეზოში, მოიტანენ თავის ბედის გამოსაცდელად: ბეჭდებს, დანას, ნაჭერს, საყურეებს, სათითეებს და სხვ. მიაბარებენ ერთ დედაკაცს, რომელიც თავადათ ითვლება. 28 მაისს განთიადისას რამოდენიმე დედაკაცი მინდორში დაჰკრეფენ ნაირ-ნაირ ყვავილებს, მოიტანენ სახლში, ჩაჰყრიან ერთ ქილაში და, ვისაც რა ნიშანი მოუტანია, შიგ ჩაუძახებენ. მეორე დღეს წყაროდან ან მტკვრიდან მოიტანენ უმძრახად წყალს (არავის არ უნდა გასცენ ხმა და არც კოკა დადგან დედამიწაზე). ამ წყალს ჩაასხამენ ქილაში. იმავე საღამოს ქილას ბანზე აიტანენ და სამ დღეს იქ დასტოვებენ. მეოთხე დღეს ჩამოიტანენ, დასდგამენ ტახტზე. ორ პატარა კუპაჭია გოგოს თვალებს აუკრამენ ცხვირსახოცითა და გვერდით ამოუყენებენ ამ ქილას. ამ ყმაწვილებს სათითაოდ ნიშნებს ამოაღებინებენ და თან ჯანგულების წიგნს კითხულობენ სიმღერით (ეს წიგნი დაწერილია ძველად სომხურ ენაზე ბ-ნ ატერპატენის მიერ). ნივთის ამოღება და სიმღერა ერთად სწარმოებს, რადგან სიმღერის სიტყვები ეკუთვნიან ხოლმე იმ ნივთის პატრონს, რომლის ნივთიც ამოვა.
  2. პიესაცაა ამ სათაურით („ცისკ“. 1869 წ., ოქტ., გვ. 11). იხ. ჩ., გვ. 509 („კავკაზი“, 1856 წ., N 41).
  3. ხვედრი (ოვ. თუმან; „ანუშ“, თავი მეორე; „ნამუსი“). ძველ კარაბადინში ეწერა: „ქრისტეს ვიჭაკი არის, ამინ“, „წმ. იოანეს ვიჭაკი არის, ამინ“.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9