ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბტ ბუ ბღ
ბაბ ბად ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბატ ბაუ ბაფ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჩ ბაც ბაჭ ბახ ბაჯ ბაჰ

ბაყალი

  1. მეხილე, მწვანილეულობით მოვაჭრე. ლიხს იქითელები „ბაყალს“ ხშირად ასე ხმარობენ „მებაყლე“ - რაც სრულიად დამახინჯებაა ამ სიტყვის სწორი წარმოებისა (როგორც არ შეიძლება „ყასაბი“ „მეყასბედ“ითქვას). პროფ. გ. ნათ. ბაყალს ასე განმარტავს: Бакал-бакалейчик, торговецсушоными фруктами и вообще сладостами и закусками (გ. ნათ. „სტარი ტიფ“., 1929 წ., გვ.53). ბაყალი - შეიძლება „Бакалейиый“ -ს უახლოვდებოდეს, მაგრამ სულ სხვადასხვა მოვაჭრენი არიან ბაყლები და „Бакалейиый“ - ები. არ ვარგა, როცა ამბობენ მებაყლე. ეს იმას ნიშნავს, რომ სთქვა - მეყასბე, მემხატვრე, მეპოტე, მეარტისტე, მემიკიტნე და სხვ. ამიტომ არ ვარგა გ. ქიქოძის თქმა: „საღამოს კი იგივე ცერემონია უნდა გავიმეოროთ მებაყლის კარებთან“(„ღმერთებს სწყურიათ“, 1939 წ., გვ. 107).
  2. „Купите фрукт, бакалейчик рад“ (პოლონსკის ლექსი მიძღვნილი ტფილისიდან პუშკინის ძმისადმი). და არა „საბაყლო“ („დროშა“, №13, 1929 წ., თ.მ-ს წერილში „ჩეხოვის გარდაცვალებიდან 25 წლის შესრულების გამო“). „ამ ჩვენს ზურგიელს კი არა ჰგვანდა, რომელსაც ჩვენზე ასაღებდნენ ქ. მირღოროდის ბაყლის დუქანში“ (ნ. გოგოლი - გ. ჩიქოვ., „კრებ“., 1871 წ., № III, გვ. 7). 3. ხილით მოვაჭრე.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9