ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბტ ბუ ბღ
ბაბ ბად ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბატ ბაუ ბაფ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჩ ბაც ბაჭ ბახ ბაჯ ბაჰ

ბაშხადონიმ (ბაშხადუნუმ)

  1. ნამდვილად ნიშნავს: „თავს შემოგევლე“! („მეჯღან“., ე. ხუროძის წინათქმით, გვ. 123).
  2. აფერუმივით. „ჩვენც გაგვითენდა, ბაშხადონიმ, გოგოჰან“! (ლ. არდაზ. „მორჩილი“, 1936 წ., პ. კეშელავას რედ., გვ. 102).
  3. პირდაპირი თარგმანია: თავს შემოგევლე. ჩვენებურად „ბიჭოს“. ამბობენ: ერთი ვნახოთ, „ბაშხადუნუმ, მოვიდა“! ან თუ სიყოჩაღეს ჩაიდენ - იტყვიან: „ბაშხადუნუმ, ბიჭო! შენ აღარ ხუმრობ აი“ (ბიძია თორნიკეს - ლავ. არდაზ. ფსევდ. - წერ. „მოგზაურობა ტფილისში“, „ცისკ“., 1862 წ., № ივლისი, გვ. 140). „ვზივარ დუქნის წინ და ვნახოთ ბაშხადუნუმ, ფოსტალიონმა წიგნი მოიტანა“ (ი. გრიშ. იუმორისტული აღმ. „წმინდა გიორგის შუბ-მათრახი“, 1907 წ., №1. აკაკის „ბოდვა“, „ჩვენი მწერლობა“, გოგაძისა, გვ. 80). „ღმერთის მადლმა ქვეყანა გადაბრუნდა, აღარა გაიგება რა... ბაშხადურ (?) ბიჭო, ბიჭობაც ასეთი უნდა“ ... (ი. გედევან., „მსხვერპლი“, „დრამები და კომედიები“, გამომც. „სორაპანი“. 1911 წ., გვ. 42). სოლ. ახვლედიანის თხოვნით, გადამწვარი ქართულითეატრის ასაგებად რომ ლატარია დაარსდა, დავწერე ეს ლექსი შეკვეთით: „ამბავს გეტყვით, ხალხო, გასაკვირალს, ლატარია უნდა გათამაშდეს კვირას, სულ ერთი დღე დარჩა, კმარა რაც იძინეთ, ბილეთები, ჩქარა! ჩქარა შეიძინეთ, თორემ თუ სხვამ, გესმის? იქ მოგება ნახა, მაშინ უნდა დაჯდე და დააღო ხახა, ხომ ერთ ვინმეს უნდა ერგოს ბედის ლხენა, და ეს ერთიც, ვინ უწყის, იქნებ იყოშენა. მაშ რარად დახვალ, ძმაო, ეგრე განდაგანა, ასი ათას მანეთს ეხუმრები განა?! ბაშხადუნუმ ბიჭოს!ერთიც ვნახოთ, რომ არ დაგჭირდეს ჯაფა, არ დაგჭირდეს შრომა, და იხილო უცბად სამოთხისა კარი, დაჯექი და მერე ქუდი ჭერსა ჰკარი“. თურქ. ნამდ. „ბაშ-აღ-დონემ“ ნიშნავს თავს შემოგევლე.
  4. ნამდვილად (თავს შემოგევლება, ყურბანოლუგ). „ბ ა შ ხ ა დ უ ნ ი“ - ჰაი, გიდი, ბაშხადუნი, ლუარსაბ ბაშხადუნი“! (ა. ცაგარ. პიესა „მკითხავი“, ილიას „კაცია ადამიანისაგან“ გადაკეთებული ხელთნაწერი). „ყოჩაღ, ძმაო, ალექსანდრე, ბაშხადუნი, ბარაქალა“ (გ. დვანიძის ლექსი ალექ. ხიმშიაშვილზედ. ხელნ, მაჩვენა ბიქტ. შავლაძემ). საკუთრივ: „თავს შემოგევლე“! „ჰაი, გიდი, ბაშხადუნი, ლუარსაბ“ (ა. ცაგარ., „მკითხავი“, ჩვენის რედ., „მნათ“. 1937 წ., № 5, გვ. 38). „ბაშხადურ? მაგრამ ბაშხადოს, ბიჭო და სხვ“. (ი. გედევან. „მსხვერპლი“, მოქმ. სულ ბოლო).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9