ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბტ ბუ ბღ
ბებ ბეგ ბედ ბეზ ბეი ბეკ ბელ ბემ ბენ ბერ ბეს ბეუ ბეყ ბეჩ ბეჭ ბეხ ბეჯ ბეჰ

ბედასლი

  1. უშნო, უფხო, უქნარა, უვარგისი.
  2. გამოუსადეგარი. „ბედასლად დამძინებოდა და იმ ვერანმა ტრაქტორმა ხედ თათზე გადამიარა“ (დ. ნადირაშ., „ოქტომ“., № 7, 1939 წ., გვ. 10). „გოგონი, შენი ბედასლობა სულს მართმევს“ (გ. სუნდ., „პეპო“, გვ. 42).
  3. უჯიშო. დ.ჩ-ს სწორედ არა აქვს ახსნილი. იგი, ამბობს ბედასლი - ფლიდიაო. „... დიახ, ის ბედასლები, ჩვენ ძვირად გვღირან, მაგრამ გაფრთხილდით“ ... („ფეოდალის აღზრდა“, თარგ. ვაჟასი, „ივ“., 1880 წ., № IV, გვ. 22). „გარნა ამ ავაზაკმა, უგვანმა და ბედასლმა ივან ივანის ძემ“... („კრებ“. 1871 წ., № III, გვ. 31, გოგოლის მოთხ. გ. ჩიქოვ. თარგ.) „ამაზედ მეტი ბედასლობა და უხეირობაღა იქნება“... (ზ. ჭიჭინ., „ნ. ბარათაშვილი“, 1885 წ., გვ. 24). „ბედასლი“ ნახმარი აქვს განსვ. ალ. წინამძღვრიშვილს თავის თარგმანში „ევა“ („მოამბე“, 1902 წ., № 11, გვ. 60).
  4. უბედო, უბედური, უქნარა. გედასლობა - უმსგავსობა.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9