ბოძკინტო. მოსაშველებელი ბოძი ან კეტი. არის ერთი ანეგდოტი: ერთ რედაქტორს გრძელი ულვაშები ჰქონდა, მაგრამ ეს არ კმაროდა ულვაშ ქვეშ გაეშო წვერი, რომელიც შეჰხლართვოდა ულვაშებს და უფრო გრძელი მოჩანდა. ერთმა კინტომ შენიშნა და უთხრა: კნიაზო, ე ულვაშები, ულვაშებია, მაგრამ ეგ ზამინები რაღა ამბავიაო?... (ე. ი. ულვაშქვეშ წვერი რაღათ ამოგიყენებიაო). „...ერთი უხერხულობა მოსჩანდა სცენაზე (შერმაზანოვის დარბაზზეა ლაპარაკი), შუა კედლიდამ ჭერში გამოშვერილი ჰქონდა ბოძი, თითქოს ზამინი მიუციათ ჭერისათვისო“ (პ. უმიკ. „ჩვენი თეატრის თავგადასავალი“, „ივ.“, 1899 წ., N 209).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.