წვრილმანი სანოვაგე. ამ სიტყვას იმერეთშიც ხმარობენ (გ. წერეთ. პიესა „ჯიბრი“, გვ. 69, „კრებულში“). „შევხედე, ოთხნი პირნი სხედან ტახტზედ მოკეცილები; ლურჯი სუფრა წინ გაშლილი, ნახევარი თუნგი ღვინო, მწვანილი და სხვა აინოინი, რაც შეეფერება შინაურ ვახშამს“ (მოლაყბე. „ცისკ“., 1863 წ., N ნოემ., გვ. 334).
„აინოინი. აზრი, ფიქრი, აინუნშაღა ჰქმნია“. („ივ“., 1900 წ., N 194). „ეგდე, ეგ აინოინი თოვლის წყალივით ჩაივლის“ (ბაჩ., 1938 წ., გვ. 433. აინოინი აქ ოინის მნიშვნელობითაა. სწორი არ არის).
წვრილმანი, ხარახურა, ხურდა-შურდა. „ამბობენ: დღეს ბაზარში ვიყავი და აი ეს აინოინი ვიყიდეო! და ბაღდანა გამოკრულ წვრილმანს აჩვენებს“.
ნაყარნუყარი. ვაჟასაცაქვს. აკ. შანიძეს სხვაგვარად აქვს ახსნილი (ვაჟა, ტ. IV, ლექსიკონი, გვ. 449). „რა თქვენი საკადრისია ერთობის აინოინი“. (ვაჟა, ტ. IV, გვ. 230).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.