ამტანობა. ზაჰლა წაიღო - თავი მომაბეზრა. „ზაჰღა წაიღო, ილაჯი აღარ არის“. „ერთის სიტყვით, ამ პოეტების ჭირმა ზაჰლა წაიღო!“ (ს. ჭრელ., „ივ.“, 1888 წ., N 40). „ამ ბალდახინებმა ხომ ზაჰლა წაიღეს“ („ივ.“ 1887 წ., N 8). „ტყვილად კი არ ამბობდა ის საწყალი ოსკან პეტროვიჩი - ეს მინდაო და ის მინდაოსაგან - ზაჰლა წამივიდაო“ (გ. ხუნდ., „ხათაბალა“, III მოქმედება). “გავიხედე, ქალი და კაცი დგანან და ერთი ყვირიან და ერთი ყვირიან, რომ... ზაჰლა წაიღეს“ (იხ. წიგნაკი „შურდული ივერიიდან“, 1904 წ., გვ. 28).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.