„ზაჰრი“ სპარსულად შხამს ნიშნავს და „მარ“ გველს. ძველად, ძველი სპარსელები და სომხები ქურთებს „მარ“-ს უწოდებდნენ. „დიდება არ იყო ამათთან ჯდომა, მაშ რა ზაჰრუმალა იყო?“ (გ. სუნდ. „ვარინკას ვეჩერი“, თარგ. პ. უმიკ. „ივ.“ 1879 წ., N 5-6, გვ. 78). დ. ჩ-ს აქვს ჰ ა ზ რ უ, აქვს ჰ ა ზ რ უ მ ა - წყევლა, გვ. 515. „დიდი დედაჩემს სხვა ენით გამარჯობას ქართული ენით ზაჰრუმალის თქმა ერჩივნა“ (ჰაზირა, „ივ.“ 1891 წ., N 5)
სიტყვის მასალაა. ნამდვილად ნიშნავს: „შენ კი ვირისთავო, აგიღია თავი, მამაჩემს ფული აქვსო, უსაქმოდ კლუბებში ზაჰრუმალა გაგიმართავს“ („ივ.,“ 1812 წ., N 253). „პურს კი არა, ზაჰრუმალას შევჭამ“ („პეპო“, 28).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.