ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზრ ზუ ზღ
ზიზ ზილ ზიმ ზინ ზიპ ზირ

ზინათი (ზინეთი)

  1. სიმდიდრე, დოვლათი. ეს სიტყვა ძალიან უყვარს და ხშირად ხმარობს თავის მოთხრობებში ვ. ბარნოვი. „ეს ზინეთი ულევლის სიუხვით დაფანტულია“. „საფუძვლად დაედო ქართული მეტყველების ზინეთს“ (თ. სახ., „ვ. ბარნოვის ბიოგრაფია“. იხ. „სამი რომანი“, ვ. ბარნ., 1930 წ., გვ. XII). არა აქვს დ. ჩ-ს.
  2. „ეს რა მოგვივიდა, ქვეყნის ზინათი და დოვლათი დაიღუპა“ (ა. ფურც., „ავაზაკნი“, 1800 წ., გვ. 129). „ეს ამოდენა ზინათი რომ შემიძენია, ჰალაჰალათ მოსულა?“ („ივ.“, 1892 წ., N 253).
  3. ანუ ზინეთი. დოვლათი, სიმდიდრე, მხოლოდ ავეჯეულობით და არა ნაღდი ფულით.
  4. საუნჯე. „ჩემი მზითევი და იმდენი ზინათი შენ შეჭამე“ (რ. ერისთ., „თეატრი“, 1889 წ., N 8). „გადასცა ზინეთი თავის ვაჟებს“ (ე. ბარნ., „ხაზართა სასძლო“).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9