ზა ზე ზვ ზი ზმ ზო ზრ ზუ ზღ
ზუზ ზურ ზუხ

ზურნა

  1. არაბულად სურნა ნიშნავს იერიქონის საყვირს (СБ. Матер. Для описания местности и племен Кавказа. Вып. XVII, მეორე განყ. გვ. 5). ჩვენში ზურნა ეწოდება მთელ დასს; ზურნა ჩამოჰგავს კლარნეტს (ია კარგარ. „Грузинская музыка“, 1901 წ., გვ. 18). გამოჭრილია ლერწმისაგან. იხმარებოდა ბრძოლის დროსაც და ლითონისაგან კეთდებოდა. ზურნა მოხსენებულია „არჩილიანში“. „სცემენ ქოსსა და ზურნას ჰკერენ, ჰგონებენ სანაღაროსა’ („არჩილიანი“, 1888 წ., გვ. 131). ზურნა მოხსენებულია აგრეთვე გრ. რჩეულოვის „თამარ ბატონიშვილში“: „დაჰკრეს ზურნა ნაღარას“ (1875 წ., გვ. 67). და განმეორებულია ორსავე „თამარიანში“. „მოისმის ზურნა, ნაღარა“ (რ. ერისთ. „თამარიანი“, 1887 წ., გვ. 47). „გახშირდა ბუკთა ყვირილი, დაჰკრეს ზურნა და ნაღარა“ (ს. გუგუნ., „თამარიანი“, 1912 წ., გვ. 51). და სხვ. საბას განმარტებით: „ზ უ რ ნ ა სხვათა ენაა, ქართულად სტვირი ჰქვიან“ (გვ. 113). შეიძლება ეს მართალიც იყოს, ვინაიდან უცხო წყაროების მიხედვით ჩვენებური ზურნა მათ საკრავს ძლიერ ჩამოჰგავს. „ზურნა სამუსიკო იარაღია, გარეგნად ჰგავს გრძელს, ვიწრო და სწორ მილს, ძირის ნახვრეტი ანუ ბოლო მოკაუჭებული აქვს“. „Ударили в бубни, в трубы и в сурни“ („Историч. Описание одежда и вооружения Россииских войск.“ ნაწ. 1, გვ. 63, 94). ზურნა მოხსენებულია აგრეთვე რუსეთის „აკადემიურ ლექსიკონში“ და განმარტებულია, როგორც დუდუკის მსგავსი მუსიკალური საკრავი.
  2. „ზურნის“ პოპულარობა ისე ეგზოტიკად მიაჩნდათ, როგორც ჩვენებს, ისე უცხოელებს, რომ ამ სახელწოდებით რამდენიმე კრებული და ჟურნალი გამოვიდა, როგორც რუსულად, ისე ქართულად. 1. ზურნა (ვერდეროვსკის 1855 წ., რედაქციით, ალმანახი). ამ ზურნაზე რეცენზია იხ. ჩერნიშევსკისა და ვ. სოლოგუბისა. 2. ზურნა (იუმორ. ალმ. 1908, რუსულად).
  3. ზურნა (ქართულად) 1907 წ.
  4. ზურნა ჩემი ქუჩური ლექსების კრებული.
  5. ზურნა (მ. ლელაშ., 1912 წ. „კავკავში“ დაბეჭდილი).
  6. „Золотая зурна“ („კავკავში დაბეჭდილი ლექსების ანტოლოგია, 1926 წ.,). „მრავალ მოლაპარაკე და ტრაბახი ჰგავს დაფსა და ზურნას, რომელიც დიდ ხმაურობას კი გაიღებს, მაგრამ თუ შინაგან ნახო, სრულიად ცალიერი დაგვიხვდება“. („სიბრძნე კაცობრივი“, 1877 წ., გვ. 71).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9