ძველად სამხედრო იარაღი იყო: თავკომბალა დასარტყმელი ჯოხი (მზრაღ); ეხლა მიზრაფი ტარის დასაკრავი წკირაა - რქის ძვლისგან გაკეთებული პატარა ფირფიტა; მიზრაფი რომ ხელში ადვილად იყოს დასაჭერი, წმინდა სანთელს აკრავენ. მიზრაფით ტარს უკრავენ, ხოლო ჩონგურის დასაკრავ წკირას თ ა ზ ა ნ ა ეწოდება, თ ა ზ ა ნ ა ალუბლის ხის ქერქისაგან კეთდება. თარისთვის: ყუხი, ჩანახი, ჯაირა, ყურია, ფადა (საიათნოვა, გვ. 73).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.