საჩქაროდ, სახელდახელოდ, მიფუჩეჩებული საქმე; წვენიცაა. „მაშ დავაარსოთ კოლექტივი რაღა, თათარიახნათ!“ (რ. გვეტ., „ქართ. მწერლ.“, 1903 წ., N 3-4, გვ. 2). სახელდახელოდ, საყველპუროდ, იოლად. (საკუთრივ: თ ა თ ა რ ი ა ხ ნ ი ნიშნავს ხორცის მშრალ წვენს, უსანელოდ ცივად მოხარშული. თ ა თ ა რ ი ა ხ ნ ი - ქართული ბულიონი). „ასე თათარიახნად, ლილახაწა ხომ არ არის ?“ (ერისთ., თხზ., ტ. IV, გვ. 29). „ა. ყაზბეგის თხზულებანი თათარიახნად გამოსცა ალ. ჯაბადარმა, თითქოს მამამისის დანატოვარი ყოფილიყოს“ (ხომლელი, „თავისუფლება“, N 8, 1917 წ., გვ. 7). „პროვინციაში თეატრი, ხშირად, როგორც იტყვიან „თათარიახნად“ თანამდებობით საჭირო პირთაგან ადგენს პოლიტ-სამხატვრო საბჭოს ფუნქციების ამოცანებს, გაურკვევლად და სრულიად უგეგმოდ (ეს გრძელი წინად. ეკუთვნის ვინმე ალ. მიქელაძეს და დაბეჭდ. ქუთ. გაზ. „ლენინის გზით“, 1931 წ., N 10, 8 მარტი). „თათარიახნი საქმე“ - მოუფიქრებელი საქმე. (თათარიახნი - ცივად მოხარშული ხორცი, სრულებით შეუკმაზავი. შეად. „დასტურლამალი“, იახნი). „ამ მეიდნის ირგვლივ სავსე საცალოები შემოაწყობინა და ამგვარ თათარიახნად აგებულ ბანაკში გამაგრება მოიწადინა პარტნიაგინმა“ (მ. ჯავახ. „ივ.“, 1891 წ., N 70). „მე მინდა ამაღამ თათარიახნათ ხელათ დავნიშნო“ („კაპიშონი“, გვ. 12). 3. ბულიონი ნიგრო (იხ. „გაყრა“). კარტოფილი. თ ა თ ა რ ი ა ლ (?)ად - ეს სიტყვა ლიხს იქითაც იხმარება (რ. გვეტ. მოთხ., „ქართ. მწერლ.,“ N 2-3, გვ. 21). თათარიახნული - „ტაბურეტკაზედ გაუწყვიათ ორი დარაბა და ზედ თათარიახნული სუფრა გაუშლიათ“ („ივ.“, 1894 წ., N 17, გვ. 3.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.