თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თაბ თაგ თავ თაზ თათ თაი თაკ თალ თამ თან თარ თას თაუ თაფ თაქ თაღ თაშ თაც თახ თაჰ

თალარი

  1. ვაზის საჩრდილობელი ფანჩატური. იმერეთში - ტალავერი. მეგრულად „ტალერი“, მოხევეებში კი „ტარავალი“ ნიშნავს ტანისამოსს. ილია თავის „მგზავრის წერილებში“ მოხევეს ასე ათქმევინებს: „ტალავერი“ და სხვ. უნდა იყოს „ტარავალი“ (ასე ამიხსნეს მოხევეებმა).
  2. ფანჩატური. „...იყო მშვენიერი თაღი გადაყვანილი და ზედ ოქროს თალარი მოწყობილი საგრილობლად“ (გ. წერეთ., „ჩვენი ძველი გმირები“, გვ. 35). „თალარს ვჰსჯე უცხოს, რომელსა ფიგურნი უჩნდეს წყობითა“ (საქ. მუზ. ხელთ. წ. კ. N 105, გვ.207. თეიმ. II), „ბაღის, სასახლის და თალარის ქება“ (წ. კ., ხელთ. N 403). „ტალავარი - საჩრდილობელია“ (საბა).
  3. Беседка თითქმის ჰგავს საჩრდილობელს, ფანჩატურს. ეს სიტყვა მ. ჯავახიშვილს ნათარგმნი აქვს საბაასოდ («ლამაზი მეგობარი“, გვ. 412). „ზედ წყლის პირს ყოფილიყო თალარი“ (ვ. ბარნ., „ტკბილი დუდუკი“).
  4. საჩრდილობელი ადგილი ვაზის ხვეულებით მობუნდულ-მობურული. ვაზისაგან შეფოთლილი საჩრდილობელი ფარდულა.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9