თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თაბ თაგ თავ თაზ თათ თაი თაკ თალ თამ თან თარ თას თაუ თაფ თაქ თაღ თაშ თაც თახ თაჰ

თარი

საკრავია სიმებიანი; თარზე გაჭიმულია ლითონის სიმები, რაოდენობით ხუთიდან თორმეტამდე (ამჟამად მიღებულია 12-13). თარზე უკრავენ მიზრაფით (იხ. მიზრაფი). თარი ხშირად მორთულია სარდაფით და სპილოს ძვლის ჩუქურთმებით. ერთი ამგვარი თარი ჰქონია მომღერალ ასლან ხურდაყულიშვილს. „ივერიაში“ ვკითხულობთ: „შესანიშნავია ხურდაყულიშვილის თარი, რომელიც მოზრდილი ტანისაა, საუცხოვოდ შემკული და კარგი ხმისა. მას გვერდზე ექვსი სევადიანი ვარსკვლავი უზის და ზოგ ადგილას ფირუზებით არის მორთული... მარტო შხედულება მისი ერთ რამეთა ღირს. ამ თაროზედ არის გამოთქმული შემდეგი ხუთმუხლოვანი ლექსი: დასაბამით ვარ მკობილი, სირმახალასად დნობილი, გულს სიყვარულით სობილი, დიდთა, პატარათ ცნობილი, მე, ასლან, თქვენი ძმობილი“ („ივ.“., 1904 წ., N 124).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9