თარფი - თევზის საჭერი მახეც ყოფილა, რომელიც გავრცელებულია ხერთვისში (კ. კალაძის და ვ. გაბესკ. ნარკვევბი, „მუშა“, 1934 წ., N 283). „წავიდეთ ორთაჭალას... წამოვიყვან იქ ქორ-პეპანა მედუდუკეს, ქლესა მედოლეს და ხლეპუზა მედაირეს, მომღერალსაც, თუ გინდა სათარას „თუ გინდ ევანგულას, და ჩავსხდეთ. დილაზე კარგი თარფი, თეთრი თუთა, სადილად ცოცხალი ჭანარი. აი, - ცხოვრება ეს იქნება!“ (რ. ერისთ., - ცისკ.“, 1862 წ., ნოემბ., გვ. 276). „თბილისელი კინტო ვარ, თარფით ვყიდი წიგნებსა“ (ი. დავით., 1927 წ. გამოც., გვ. 143, ვ. რუხაძის რედ.). „მე პარიკა თარფს მოგართმევთ ჩემის ურმით დატვირთულსა“ („ტფილისელი კინტოს თარფი“, 1911 წ., გამოც. დ. კ-სა). „თარფი“ - ამ სათაურით წიგნიცა აქვს დაბეჭდილი დ. გივიშვილს.