კიტრის წასასმელი მარილი. „პატარძალი: ვემე, ჩემო ქისაო, ფერად ნარინჯისაო, შიგ ნადებო საქონელო, ფასო ხმელეთისაო. პასუხი: ვაჰმე ჩემო ქისაო, ფერად ნარინჯისაო, შიგ ნადებო საქონელო, კვნიტი მარილისაო!“.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.