თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თია თივ თით თილ თიმ თინ თირ თის თიღ

თიახფარუხი

  1. ბავშვის დასაძინებელი წამალი თრიაქიდან წარმოებული.
  2. ანჩხლი ბავშვის დასაწყნარებელი წამალი. ეკ. გაბაშვილი ასე განმართავს: „თიახფარუხი სპარსეთში მომზადებული ხაშხაშია, ბანგივით ათრობს და მტირალ ბავშვებს იმითი აჩუმებენ უმეცარი მშობლები და ბევრჯერ სამუდამოდ ამახინჯებენ ბავშვებს“ („ჯეჯილი“, 1910 წ., N 1, გვ. 42. მოთხრობა „საწყალი ნონია“).
  3. წამალია ერთგვარი, მუცლის ტკივილისა და უფრო კი ანჩხლი ბავშვების დასაძინებელი. თრიაქი. თიები - ჩემის აზრით, უნდა ვიგულისხმოთ მთიები. „მთიები არის მზის სხივი, განთიადის ვარსკვლავი, და აგრეთვე ეშმაკთა მთავარი, რომელიც წმინდანებში ირიცხება. აი, საბას განმარტებაც.“... (გვ. 184).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9