ცბიერი, ფარისეველი, პირმოთნე. ეს სიტყვა მწერლობაშიც გვხვდება. ცნობილ მთარგმნელს ივ. მაჭავარიანს აქვს ეს სიტყვა ნახმარი. „კარზე ხალხისთვის თილილბაზია, სახლში ცოლისთვის ცეცხლი და ნავთი“ (ებრაელების გამოთქმა, ექ. ტერტეროვის ჩაწერ.).
ნახმარი აქვს გრ. ფრონისპირელს თარგმანში გოლდონის „ორი ბატონის მსახური“ (ხელ.)
თურქები Бродяга-ს თითილბაზს უწოდებენ. თითილბაზი - აქვე იყვნენ პატიოსანი მოლაყბენი და უსინდისო ყბედები... „თაღლითები, ოინბაზები, თითილბაზები, ყომარბაზები და სხვა ამგვარი იდეოლოგიური გარემოცვა“ (კ. ალმასიძე. მიხ. საყვარელიძის ფსევდ., „კოლექტივიზაცია“, 1935 წ., N 103). „ეგ მითხარ, მარიკოჯან, ლიფსიმეს იმ ცბიერ, იმ თითილბაზ ლიფსიმეს მოუხდენია“ (ლ. არდაზ. მოთხრობები, პ. კეშელავას რედ. 1936 წ., გვ. 210).
მლიქვნელი, ლაქუცა, ტრელი („ქილილა და დამანიდან“). იხ. საანდაზო ლექსები გვ. 137.
ცბიერი, ქლესა, გაუტანელი, მაღვალაკი (იმერ.). ხალხ. ლექსი ამბობს: ვაჟაო, დედის ერთაო, მინდორთ გაზდილო, ველათო, ოქროს შიბაის ნაგლეჯო, წამოსარტყმელო წელთაო, მარსკვლაო შარავანდედო, ქრისტეს ნაჭერო ხელთაო, ნუ ჰფილაფოზობ (ფილოსოფოსობ) ენითა ყელზე ნუ მახვევ გველთაო („კვალი“, 1893., N 12, გვ. 8). „შენ გგონია, შენ უყვარხარ, როცა შენთან ეგრე ნაზობს? თითილბაზობს, თითილბაზობს“ (ი. გრიშ.)
პირფერი-ტრელი, პირშიმქებელი.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.