თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თია თივ თით თილ თიმ თინ თირ თის თიღ

თითილბაზობა (თინთლიბაზობა)

  1. თვალთმაქცობა, მლიქვნელობა, ფლიდობა, ქლესაობა, ორპირობა, ფარისევლობა, მოლაობა. „შვილებმა მამებს გადააჭარბეს ენით თითილბაზობაში“ („ივ“., 1888 წ., N 174, გვ. 3).
  2. პირმოთნეობა ანუ თინთლიბაზობა (ძირი ამ სიტყვისა მოთინთვლიდან). „მაგრამ რაკი ნახეს, რომ იმათმა ფლიდობამ და თინთლიბაზობამ ვერ გასჭრა - უფრო საზიზღარ და შემაძრწუნებელ საღსარს მიმართეს“ (ივ. მაჭავ., „გლეხიკაცის ისტორია.,“ 1913 წ., გვ. 622). „ვინ მეტ თინთლიბაზობას და პირმოთნეობას გაუწევდა“ და სხვ. (იქვე., გვ. 312). „რამდენადაც ხალხის მოწინააღმდეგენი თინთლიბაზობენ, სულ სხვას ფიქრობდნენ და სხვას ამბობდნენ, იმდენად გულმართალნი არიან პატრიოტები“ (იქვე, გვ. 324). „მასპინძელმა არ გაუშვა, ჩაი მიართვა, თეთრი კბილი უჩვენა, მოუთითილბაზა“ (ვ. ბარნ., „ფერად-ფერადი“, გვ. 369). თ ი თ ე ლ ბ ა ზ ო ბ ს - „მაგრამ იქნებ შენი გული საიდუმლოთ დიპლომატობს, ორმოს მითხრის ზურგის უკან, თითელბაზობს და მღალატობს“. (ლექსი „ნაგრიშაშვილისებური“, ვინმე პოლბიკენტასი. „ეშმ. მათრახი“, 1917 N 24, გვ. 5).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9