თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თფ თქ თხ
თლა

თლაშოი

  1. შაურიანი არყის ჭიქა.
  2. ნატიფი ჭიქა, კუთხეებად ჩამოთლილი; თლაშოი - ჭაჭის არყის „შაურიანი“ ჭიქა.
  3. შაურიანი არყის ჭიქა მოსქო და წახნაგული. „...(ნიკო ფიროსმანიშვილი) არყის ბაჩონკას ხელ დაჰკრავდა, როდესაც დარწმუნდებოდა რომ არაყი იყო, მაშინ მეტყოდა, აბა ერთი „თლაშოი დაასხიო“ (ვ. ბუთლიაშ. წერ. ფიროსმანზე, „ჩირაღდანი.,“ 1925 წ., N 11-12., გვ. 7). „თითო თხლაშო არაყი გადავჰკრა“. „მესამე თხლაშო რომ გამოსცალეს“ (კ. გამს., „ქართ. მწერლ.“ 1929 წ., N 6-7, გვ. 58 და 59).
  4. არყის ჭიქის ზომა. ზოგნი თხლაშოს უწოდებენ. „თხლაშანიდან“ ჰგონიათ. „ერთხელ ვალერიანს ჭაჭის არყის სმაში დავეჯიბრე. ხუთ-ხუთი თლაშოი დავლიეთ“ (ალ. არაბიძის ხელთ. ავტობიოგრაფიიდან).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9