კარგი და წითელი დოში, პტყელი და განიერია. „კაკულა იღებს დოშის ნაჭერს, მოთალს, მწვანილს, ლავაშებს: „შახე ამ ალაბალუხსა და! ესეც მწვანილი, ესეც ლავაშები, ესეც მოთალი“ („პეპო“, გ. სუნდ. 1880 წ., გვ. 24)
თევზია წითელხალებიანი. ალ-წიფელი, ბალიხ-თევზი: ფორელი, კალმახი, იშხანი, რუსულადაც გამოდის ალის-ბალის - Балык. (ა. ცაგარ, ჩემი გამოც. ლექსიკონი). „ჭიპრუას დუქანში შეყრილან ბევრი ბიჭები: მეც შეველ პატარა ზაკუსკა, პატარა ალაბულახი, აქ თელაველ სისუას წითელი ღვინის ჭაშნიკები და გაჩაღდა ქეიფი“ (ა. ცაგარ., „არუთინას თავგადასავალი“, „ზანგი“, ჩშივ, გვ. 40).
საკუთრივ ღვთის თევზი, ზურგიელი, სალათი, დოში.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.